რატომ თეგიკა ჯგუფი?!
ჰოლდინგი თეგიკა ჯგუფი დაარსდა 2006 წელს, მასში შემავალი კომპანიები ძირითადად სამშენებლო ბიზნესთან არის დაკავშირებული და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. თეგიკა ჯგუფის სათაო ოფისი ქალაქ ქუთაისში მდებარეობს და სამუშაო არეალსაც ძირითადად ქუთაისი წარმოადგენს, მაგრამ დაკვეთებს მთელი საქართველოს მასშტაბით ვღებულობთ და ვახორციელებთ. ჰოლდინგში შემავალი თითოეული კომპანია თავისი საქმის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და თეგიკა ჯგუფის სლოგანიც აქედან მოდის
“დროა მიმართოთ პროფესიონალებს”.
თეგიკა ჯგუფში შემავალი კომპანიებია:
- მშენებლობა-რემონტი შპს “თეგიკა უნივერსალი“ - დეველოპერული კომპანია შპს ,“ტერასა წერეთელზე“ - სამშენებლო მასალების რეალიზაცია შპს “გლობალ მარკეტ კომპანი“ - დასუფთავების კომპანია შპს “თეგიკა სერვისი“ - უძრავი ქონების სააგენტო შპს „ჯეოინვესტი“